ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ, მგონია, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ, მგონია, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ, მგონია, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” კანდიდატმა კახი კალაძემ მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრია ის, რაც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებთ. ”სანამ აქ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რაზე მესაუბრა. მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტზე, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ალბათ ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც საარჩევნო პროგრამა დეტალურად წარმოადგინა. დღეს მინდა ზოგად ღირებულებებზე ვისაუბრო, რომელიც ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო, არის და იქნება. ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ. მგონია, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ყველა პოლიტიკური პარტია, იმის მიუხედვად, თუ ვის რა მსოფლმხედველობა აქვს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთმანეთში განსხვავებები ვიპოვოთ. ხანდახან ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ მოდი, პირიქით შევხედოთ, ვნახოთ, რა გვაერთიანებს - რა არის ის, რაც ქართველებს გვაერთიენებს. ძალიან ბევრი რამ, თუნდაც ჩვენი ტოლერანტულობა. მე მართლაც მეამაყება, რომ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც ადამიანებს ეროვნებას, სარწმუნოებას არ ეკითხებიან. ჩვენ ერთად მოვდივართ და ჭირიც და ლხინიც ერთია ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ბევრი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, მინდა გამოვყო სამი მიმართულება. პირველი, ეს არის საერთო წარსული, მისი პატივისცემა, რაც გამოხატული უნდა იყოს ჩვენს წარსულზე ზრუნვაში, ძველი თბილისის მოვლა- პატრონობაში. შემთხვევით არ არის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ძველი თბილისის რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ. ასევე, უფროსი თაობის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება. წინა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვისმენდით, რომ უფროსი თაობის ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვა და ეს ყველაფერი რეალობაში ვერ ჯდებოდა. მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე და სამინისტროში მივედი, წარმატებას ზუსტად ასეთი ადამიანების დახმარებითა და რჩევებით მივაღწიეთ. მომავალშიც მზად ვარ, ვითანამშრომლო ამ ადამიანებთან, რადგან მათი გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კახა კალაძემ მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე.