იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეების კენჭისყრა დაასრულა.

საბჭომ უვადოდ გამწესების მსურველი 38 კანდიდატიდან 34 უვადოდ გაამწესა, ხოლო ოთხ კანდიდატს უარი უთხრა.

უვადოდ გამწესებული კანდიდატების სია ასეთია:

1. ალანია თამარი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

2. ბურჯანაძე თამარი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

3. გაბინაშვილი მერაბი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

4. გელაშვილი დავითი - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში

5. გველესიანი მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

6. გვრიტიშვილი დიმიტრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე)

7. გოგიჩაიშვილი გიორგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

8. გოგიაშვილი გიორგი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

9. გორგოძე მაკა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

10. ენუქიძე მალხაზი - ახალქალაქის რაიონული სასამართლო

11. ერემაძე მირანდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

12. ეცადაშვილი თინათინი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

13. თეთრაული მაია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

14. თოთოსაშვილი გოგიტა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

15. კაკაბაძე ვლადიმერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

16. კალიჩენკო ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

17. კუჭავა ქეთევანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

18. მამისეიშვილი დავითი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია (ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე)

19. მეშველიანი ლევანი - სამტრედიის რაიონული სასამართლო (თავმჯდომარე)

20. მშვენიერაძე ვასილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (თავმჯდომარე) - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

 21. ნიკაჭაძე მანანა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში

22. პავლიაშვილი სპარტაკი - თბილისის სააპელაციო სასამართლო, საგამოძიებო კოლეგია

23. სვიანაძე მაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

24. სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

25. სულხანიშვილი მაია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

26. ფხაკაძე მამია - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია (რუსთავის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე)

27. ყანჩელი ეკატერინე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

28. შენგელია ირაკლი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (პალატის თავმჯდომარე)

29. ჩიხლაძე თამარი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

30. ჩხაიძე სიმონი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

31. წიკლაური ვანო -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

32. წიქარიძე შორენა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

33. ჭედია მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

34. ხოლოაშვილი მარინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

იუსტიციის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა ირაკლი აბშილავას, ეკატერინე გაბრიჩიძეს, როინ კახიანსა და ელისო ტუკვაძეს.  

საბჭომ უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 9 ოქრომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დაასრულა. კანდიდატთა სიაში იყვნენ, როგორც დღეს მოქმედი საბჭოს წევრები, ასევე მოსამართლეები, ძველი შემადგენლობიდან, გასაუბრება გაიარა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თვამჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემაც.

მოსამართლეთა შერჩევისას საბჭომ ორი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა, კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიღია, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, საბჭოს წევრს ნაზი ჯანეზაშვილსა და ვახტანგ მჭედლიშვილს. კიდევ ერთი წევრი ლევან თევზაძე კი მივლინებაშია.