თამარ ალანია საბჭოს წევრთა სრული მხარდაჭერით უვადო მოსამართლე გახდა

თამარ ალანია საბჭოს წევრთა სრული მხარდაჭერით უვადო მოსამართლე გახდა

თამარ ალანია საბჭოს წევრთა სრული მხარდაჭერით მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წინა შემადგენლობის წევრ თამარ ალანიასთან დაკავშირებით,  გადაწყვეტილება, იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საბჭოს ძველი შემადგენლობის კიდევ ერთი წევრი, მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 11 ხმით უვადოდ გაამწესა. უვადოდ გამწესდა, 10 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილიც.