სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე ხვალ, 21 ოქტომბერს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს შეხვდება, რის შემდეგაც პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახლად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდება მრევლს, შემდეგ კი ჩატარდება პარაკლისი“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ერის გამთლიანებისთვის ილოცონ, ასევე გარკვეული სასიკეთო საქმეები განახორციელონ. ამისთვის პატრიარქმა შაბათი დღე დაადგინა.