მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაშავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.
„ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა“, - განაცხადა სერგეენკომ.
„ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.