სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.
ადგილზე წუხელვე ჩავიდა და სიტუაციას გაცნო შს მინისტრი. რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები.
დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.