სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას

„ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა - ერთპარტიული კონსტიტუცია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსტიტუციის ცვლილების პროექტის ინიცირებისთანავე მისთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა.

„სწორედ ამიტომ და ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი ერთი წლის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.