სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა კანონმდებლობის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი.

„ისინი პროცესში იქნებიან ჩართული. მოვისმინე განსხვავებული მოსაზრება, რომ ინიციატივა უნდა მოდიოდეს არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა ბუნებრივია, ინიციატორი იქნება საპარლამენტო სუბიექტი, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება კონსულტაციების სახით",- განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემებერს ეწურება.