დალია გრიბაუსკაიტე „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

დალია გრიბაუსკაიტე „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის ინიციატივით გამოვა.

„სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. საერთაშორისო კრიზისებზე რეაგირება უფრო სწრაფი უნდა გახდეს. ჩვენ მესამე ქვეყნებთან უფრო აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. რუსეთის ჯარის გახშირებული წვრთნების ფონზე ჩვენ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამარტივება, ე.წ. სამხედრო შენგენი გვჭირდება“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ევროკავშირის სამიტი ბელგიის დედაქალაქში ხვალ დაიწყება.