სააკაშვილს, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ საქართველოდან იყო გაძევებული, უკრაინაში სურს გადატრიალების მოწყობა

სააკაშვილს, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ საქართველოდან იყო გაძევებული, უკრაინაში სურს გადატრიალების მოწყობა

მიხეილ სააკაშვილი შემდგომშიც შეეცდება უკრაინაში წყლის ამღვრევას ხელისუფლებისადმი ახალი მოთხოვნების წაყენებით, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა და „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

„მიტინგი არ დაიშლება, ვინაიდან ვინც ეს მიტინგი მოიგონა სულ ახალ და ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს. ბატონ სააკაშვილს, რომელიც საქართველოდან იყო გაძევებული საკუთარი ხალხის მიერ, საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია. ამიტომაც აქ სურს გადატრიალების მოწყობა. რა კანონები და გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, სააკაშვილი შემდგომშიც შეეცდება წყალი აამღვრიოს ჩვენს ქვეყანაში“, - დასძინა გერაშენკომ.

დღეს, კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი დეპუტატთა იმუნიტეტის მოხსნის და ანტოკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონებს არ მიიღებენ.