საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის  თვითმმართველობის არჩევნების დღეს

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

8:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.