ამირან გამყრელიძე:  ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა

ამირან გამყრელიძე: ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა

ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ჩვენ ზედამხედველობის სერიოზული სისტემა გვაქვს, ვაკონტროლებთ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები ქვეყანაში არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.