ხარკოვში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო

ხარკოვში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო

ხარკოვში გუშინ მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში გუშინ მომხდარ ავარიაში დამნაშავე მძღოლი 20 წლის ოლენა ზაიცევაა. საიტ dtp.kiev.ua-ს ინფორმაციით, Lexus-ის მარკის ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.

ხარკოვის ცენტრში გუშინ საღამოს ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

Lexus-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც ოლენა ზაიცევა მართავდა, ტროტუარზე შევარდა, სადაც ფეხით მოსიარულეები ქუჩის გადასაკვეთად შუქნიშნის შესაბამის სიგნალს ელოდნენ.

ხარკოვის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.