NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან

NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს.

როგორც NDI-ში განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციაში მიმდინარეობს შიდა სამუშაო შეხვედრები დამკვირვებლებთან და ხვალ, არჩევნების წინ, ინსტიტუტის წარმომადგენლები შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან“, - განუცხადეს პირველ არხს NDI-ში​​.