მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ძლიერება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია, ეს ის განსხვავვება და ცვლილებაა, რომელიც ქვეყანაში  2012 წელს განხორციელდა.

„მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაში, ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია  დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს, მას  შემდეგ  ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება.  მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდი ტრანსფორმაციას, რომელიც ქვყენაში განხორიცელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.