ახლა უმთავრესია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ეს სერიოზული გამოწვევაა

ახლა უმთავრესია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ეს სერიოზული გამოწვევაა

მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხეილ გალერმა განაცხადა.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ასოცირებულ პარტნიორთან რეგულარული დიალოგის შენარჩუნება. განვიხილავთ რეგიონალური პოლიტიკას, ორმხრივ ურთიერთობებს. გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია და ეს შეთანხმებები ორივე მხარისთვის პოზიტიურია.

ახლა უმთავრესია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია. ეს სერიოზული გამოწვევაა“,- განაცხადა გალერმა.