ნიკი ჰეილი:  გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ უნდა უგულებელყოს ირანის აგრესიული ქმედებები

ნიკი ჰეილი: გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ უნდა უგულებელყოს ირანის აგრესიული ქმედებები

გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ უნდა უგულებელყოს ირანის აგრესიული ქმედებები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა აშშ-ს მიბაძონ და თეირანთან მიმართებაში თავიანთი პოლიტიკა შეცვალონ, რათა ირანი მეორე ჩრდილოეთ კორეად არ იქცეს.

„როდესაც გაიძვერა რეჟიმი ბალისტიკური რაკეტების გზას ადგას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მალე მეორე ჩრდილოეთ კორეას მივიღებთ. თუ ჩრდილოეთ კორეასთვის ამის გაკეთება არ შეიძლება, რატომ არ გამოიყენება იგივე მიდგომა ირანთან მიმართებაში?“ - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, აშშ ამჟამად ირანის დესტრუქტიული ქმედებების ყველა ასპექტის განხილვას აპირებს და საერთაშორისო საზოგადოებას იგივეს გაკეთება მოუწოდა.