პოლიციამ კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა

პოლიციამ კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა

უკრაინის უმაღლეს რადასთან, გრუშევსკის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები შეავიწროვეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. შეტაკება 5 წუთს გაგრძელდა.

ცნობილია, რომ უკრაინის რადასთან საპროტესტო აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო. მომიტინგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს სადეპუტატო ხელშეუხებლობა, შეიქმნას ატიკორუფციული სასამართლო და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.