როდესაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ ვიღაც რაღაცას მალავს, უნდა ესმოდეს, რომ მალავს, იმიტომ რომ ეშინია

როდესაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ ვიღაც რაღაცას მალავს, უნდა ესმოდეს, რომ მალავს, იმიტომ რომ ეშინია

როდესაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ ვიღაც რაღაცას მალავს, უნდა ესმოდეს, რომ მალავს, იმიტომ რომ ეშინია - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადოდ დეკლარირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ბრალდება მათ პარტიას არ ეხება, ვინაიდან სრულად ხდება ყველაფრის აღნუსხვა.

„მე არ ვიცი, რომელ ოპოზიციურ პარტიას გულისხმობს ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ ვმალავთ და ყველაფერს აღვნუსხავთ, მაგრამ თუ ეს მართალია და ვინმე ამას მალავს, ეს ბატონ კობახიძეს ჰგონია, რომ კარგი სიტუაციის მაჩვენებელია? რატომ შეიძლება ოპოზიცია ან ვინმე შემომწირველი მალავდეს შემოწირულობას, თუ არის ეშინია იმ შედეგების, რომელიც დადგება ამის შემდეგ. მე არ ვამბობ, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ასეთი დისბალანსი არ ყოფილა არასოდეს და როდესაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ ვიღაც რაღაცას მალავს, უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, იმიტომ რომ ეშინია“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.