უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Українські новини იუწყება.
15 კარავი გრუშევსკის ქუჩაზე გაშალეს, 50 კარავი კი, კონსტიტუციის მოედნის მოპირდაპირედ.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ათასამდე აქტივისტია, ასევე მობილიზებულია ორი ათასამდე პოლიციელი.
გუშინ, კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.