ილია მეორე - იმ ძმობას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების მანძილზე იყო, ვერავინ დაარღვევს

ილია მეორე - იმ ძმობას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების მანძილზე იყო, ვერავინ დაარღვევს

იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

"ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი ძმები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა განამწესოს ღმერთმა სულნი მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს სამების ტაძრიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ცოტა ხანში გამოასვენებენ. მათ დღეს დაკრძალავენ.