იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაასოციაციის თხოვნით შედგა, სადაც მათ მიერ შემუშავებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი აქტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ახლებურად დარეგულირებისმნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობაძალიან მნიშვნელოვანია.
ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თაობაზე ხედვა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსრეგლამენტის ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები.
შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ნინო გოგუაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ასევე პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში" (PROLoG) წარმომადგენელი და დამოუკიდებელი ექსპერტი ესწრებოდნენ.