საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ჯვრის უღელტეხილზე ძლიერი ნალექის გამო გადაადგილება აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის და სამგზავრო ავტობუსებისთვის.
სხვა სახის ავტომობილისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი სეთურიძემ განუხადა, გზა ამ ეტაპზე კვლავ იწმინდება. ასევე მისი ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია ყველა მაღალი უღელტეხილი.
"ჯვრის უღელტეხილზე ძლიერი ნალექი და დაბალი ტემპერატურა იყო. გადაადგილება აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. მიუხედავად ამისა გზა იწმინდება, დაყრილია მარილი. ხოლო მანქანებს, რომლებიც თოვლში გადაადგილებისთვის მზად არ არის, საპატრულო პოლიცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიაზე არ უშვებს.
გზებზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეზღუდვები დაწესებული. თოვლის გამო ამ ეტაპზე ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, ასევე ყველა მაღალი უღელტეხილი. რაც შეეხება ჯვარს, შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან, ასევე სამგზავრო ავტობუსებს ეხება", - განცხადა სეთურიძემ.