საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორენახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა 18 ოქტომბრის პირველნახევრამდე შენაჩუნდება.
თუმცა, ხვალ საღამოდან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთში საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ჰაერი 19-24 გრადუსამდე გათბება. დედაქალაქს რაც შეეხება, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი ხვალამდე შენარჩუნდება. 18 ოქტომბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 21-13 გრადუსს მიაღწევს. დარი საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.