ირაკლი კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებზე - ასეთმა გმირებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა

ირაკლი კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებზე - ასეთმა გმირებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დეპუტატებმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს. 

მათ გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთმა გმირებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა. 

"ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდი მიმდინარეობს. 25 ნეშტს დღეს დაკრძალავენ.