"მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით და ხელკეტებით"

"გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე" - ამ სიტყვებით თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას მიმართა.

პოლიტიკოსმა, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოებს წინა ხელისუფლების რეალირი სახე უწოდა.

"როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ თქვენ თუ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას ( პირდაპირ ეთერში ააჩვენა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოებზე და კონკრეტულად, ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილს მიმართა) ეს არის რეალური სახე იმ ყველაფრის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.

მინდა მივმართო საზოგადოებას - გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე. მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით და ხელკეტებით, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ შიდა მოხმარებისთვის", - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

თვითმართველობის არჩევნები 2017 - 21 ოქტომბერს გაიმართება.