კახა კალაძის თქმით, დავით ნარმანიას უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა

კახა კალაძის თქმით, დავით ნარმანიას უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას მიერ განხორციელებულს პროექტებს მნიშვნელოვანი უწოდა.

კალაძის განცხადებით, პროექტები, რომლებიც მისი მერობის შემთხვევაში თბილისში განხორციელდება თვალსაჩინო და საინტერესო იქნება.

„მე არავის ხელს არ ვაფარებ, ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, დავით ნარმანიას უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, მიუხედავად ამისა მან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. თუმცა ბევრია პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს, თითოეულ მოქალაქეს. მე პასუხისმგებლობას არასდროს გავურბორდი და არც დღეს გავურბივარ, ასე ვაპირებ ცხოვრებას. სპორტის სფეროდან დაწყებული, მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ, სპორტშიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო გუნდურობა, მერწმუნეთ, გუნდის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი. შესაბამისასდ, მე ვიზიარებ ჩემს წინ პასუხისმეგბლობას თუ რაიმე იყო შეცდომები ამ ხუთი წლის განმავლობაში თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება დავით ნარმანიას დროს განხორციელებულ პროექტებს, დღეს გაიხსნა ახალი მეტროსადგური, რომელიც იყო ერთობლივი პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, 145 ახალი ავტობუსი, რომელიც იქნა შემოყვანილი, ახალი ბაღების მშენებლობა, ახალი აღმაშენებელი, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა პრობლემებიც არსებობს. არ იფიქროთ, რომ ვდგავარ და თვითკმაყოფილი ვარ, არის ბევრი პრობლემა, რომელსაც უნდა მოგვარება. ან არ იფიქროთ, რომ იმის აბცია მაქვს, რომ, როდესაც მერი გავხდები, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებ, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ იმის შემართება და იმის ამბიცია მართლა გამაჩნია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროექტები და პროგრამები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ იქნება ყველასათვის თვალსაჩინო და თითოეული თბილისელისთვის ხელშესახები", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ.

თვითმართველობის არჩევნები 2017 - 21 ოქტომბერს გაიმართება.