შტორმის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა. კერძოდ, ზღვამ დიდი რაოდენობით დამტვრეული ხეები გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიაში განუცხადეს, შპს „სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები“ სანაპიროს გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებენ.
უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით, შტორმის შედეგად ერთ-ერთი რესტორანი დაიტბორა. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი ამ დროისათვის ოთხ ბალამდე აღწევს.