ქუთაისის საჯარო სკოლებში სტიქიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი ქუთაისის ყველა სკოლაში. შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე თქმით, გუშინ ავტოქარხანაში მდებარე 32-ე და 35-ე სკოლები დაიტბორა, ასევე წყალი შევიდა მე-17 სკოლაში. ამჟამად ზარალის დათვლა მიმდინარეობს. გუშინ ქუთაისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.