თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ბრალდების მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის თანახმადაც, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო რათა აქციის ამსახველი ვიდეო მასალები გაეანალიზებინათ, ასევე ვერ მოხდა ტელევიზიების მიერ ვიდეო მასალების სრულად გადაცემა ბრალდებისთვის.
ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ადვოკატი გოგა ონიანი. მისი განცხადებით, პოლიციის პოზიცია ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას. "ბრალდებულთა ნაწილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში. სასურველი არ არის ამ ტვირთით დამძიმებულებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ბარემ სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დავნიშნოთ", - განაცხადა გოგა ონიანმა. დაცვის მხარე მოითხოვდა სასამართლო სხდომა 21 ოქტომბრამდე გამართულიყო, რადგან ბრალდებულთა შორის 6 მაჟორიტარობის კანდიდატი და ერთი მერობის კანდიდატია. მისამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს დანიშნა.