იმერეთის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის განმარტებით, სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის დაზუსტება ვერ ხერხდება, რადგან კომისიები სტიქიის ზონებში მუშაობას აგრძელებენ. 

ზარალის დათვლა მიმდინარეობს ქუთაისშიც. მერიაში განმარტავენ, რომ მოინახულებენ დაზარალებულს ოჯახებს და ზარალის დაზუსტების შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. დაზიანდა, როგორც საავტომობილო გზები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.