სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინირებით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მრჩეველთა მისია უწევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ტორსტენ დერიკი - NATO-ს ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; კრისტიან კოკვიკი - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; სტეფანო სანტამატო - NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების საოპერაციო სამმართველოს წარმომადგენელი; მაგდა კოუტკოვა - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; ჯიოვანი ფერარი - იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი; მერი გაბაშვილი - ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი; გრიგოლ მოდებაძე - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ნიკოლოზ ქავთარაძე - თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი და გიორგი ღიბრაძე - კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორი.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, პრემიერის დავალებით, 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, ხოლო 2017 წლიდან კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.