უკრაინაში ბოლო 6 წლის განმავლობაში, რუსული ენის შემსწავლელ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის განათლების სამინისტროს სოციოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალეკსანდრ არიფიევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2016-1017 სასწავლო წელს რუსულ ენაზე 354,9 ათასი ბავშვი სწავლობდა, მაშინ, როდესაც რუსულ ენაზე 2010-2011 სასაწავლო წელს 659 ათასი მოსწავლე სწავლობა. უკრაინაში რუსულს, როგორც უცხო ენას, 2016-2017 სასწავლო წელს 4,1 მილიონი მოსწავლიდან 985 ათასი სწავლობდა. რუსულ ენასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი სკოლებში რუსული ენის სწავლებას ითხოვს. მისი აზრით, კულტურული ერი მეზობელი ქვეყნების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2008 წელს კი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია განახორციელა.