გიორგი აბაშიშვილი - ანა დოლიძე ცდილობდა კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან კი მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა

გიორგი აბაშიშვილი - ანა დოლიძე ცდილობდა კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან კი მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა

იმის მიუხედავად, რომ ანა დოლიძე ცდილობდა საქართველოს კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს იურიდიულ კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შეფასებისას განუცხადა."ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ მსგავსი გარემოს შექმნა გადაწყვიტა. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განწყობის მიუხედავად, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა.