მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასაძლევად სულ მცირე 113 ხმის მობილიზება სჭირდება

მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასაძლევად სულ მცირე 113 ხმის მობილიზება სჭირდება

მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მიზნით სულ მცირე 113 ხმის მობილიზება სჭირდება. 
კანონებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით ხდება.ამავე რაოდენობის ხმით მიიღება კონსტიტუციაში ცვლილებები.დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც განხილვის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია. “ქართული ოცნება” გიორგი მარგველაშვილის წინადადებების გაზიარებას არ აპირებს.