ირაკლი ჩიქოვანის კომენტარი

ირაკლი ჩიქოვანის კომენტარი

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს. როგორც ის ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნავს, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ისევე, როგორც კოალიცია "ქართული ოცნება", არის ღია ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში და მსგავსი ინფორმაციები მათთვის საინტერესო არ არის. "სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები შესაძლოა, ამ პროვოკაციის მსხვერპლნი იყვნენ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.