დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არავის მიეცემა, არც პარლამენტის წევრს და არც მოქალაქეს

დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არავის მიეცემა, არც პარლამენტის წევრს და არც მოქალაქეს

არავის აქვს უფლება, რომ საკრებულოს მუშაობას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მოქმედებები ყველამ ნახა, არის მცდელობა, მოხდეს დებოში და საკრებულოს მუშაობს შეეშალოს ხელი.

“არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომასა და მის მუშაობას შეეშალოს ხელი. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ამის უფლება ნამდვილად არავის არ აქვს. გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ. რეგლამენტისა და კანონის დარღვევა გვაქვს ზუსტად მათი მხრიდან, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას არ აძლევენ. ეს არის ის სიმართლე, რომელიც არის დღევანდელი რეალობა. დებოში მათი მხრიდან არის დაანონსებული, ყველამ ნახეთ 29 სექტემბერს რა საქციელით მოქმედებდნენ და ყველა ზომას მიმართავდნენ, რომ საკრებულოს მუშაობისთვის შეეშალათ ხელი. მათი განცხადებები ნათლად აჩვენებს, რა განზრახვა აქვთ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა არც პარლამენტის წევრს და არც ერთ სხვა მოქალაქეს", - განაცხადა ტყემალაძემ.