ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.

დოკუმენტში ევროპარლამენტარები ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა გამოიყენონ.

პროექტში საუბარია კონცეფციაზე "პლიუსი", რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები საუბრობენ ამ ქვეყნების შენგენის ზონაში, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ რეფორმების კუთხით მეტს მიაღწიეს, ამიტომ აუცილებელია ევროკავშირმა ამ სახელმწიფოების მხარდაჭერა გაზარდოს.

„აღმოსავლეთ პარტიორობის“ მორიგი სამიტი ნოემებრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება.