საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. მოტივირებულ შენიშვნებში ასახულია ”ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებული ოთხი საკითხი, ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები; მეხუთე საკითხი ეხება 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის წესს; ბოლო, მეექვსე საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. გიორგი მარგველაშვილი ითხოვს, რომ ეს საკითხი პარლამენტმა მას შემდეგ განიხილოს, რაც პარლამენტი ორპალატიანი გახდება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.