რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიზანი ანკარასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრაა

რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიზანი ანკარასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრაა

სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავება თურქეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მცდელობაა, რომ ძირი გამოუთხარონ თურქეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა.

„ეს დაკავება ბევრ კითხვას იწვევს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის მიზანი თურქეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრაა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შექმნილი სიტუაცია საფრთხეს უქმნის იმ ხალხს, ვინც დიპლომატიურ მისიაში მუშაობს“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

თურქეთში აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მან არ იცის ეს ერთეული შემთხვევა თუ კიდევ ექნება ადგილი აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მომუშავე თურქეთის მოქალაქეების დაკავებას.

4 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, მეთინ თოფუზი თურქეთის კონსტიტუციის დარღვევისა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, მეთინ თოფუზი დაკავშირებული იყო ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა, რასაც თავის მხრივ, თურქეთის მხრიდან ანალოგიური ზომის მიღება მოჰყვა.