კატალონის ავტნომიური რეგიონის მეთაური ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს

კატალონის ავტნომიური რეგიონის მეთაური ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს

კატალონის ავტნომიური რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოვა და დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. ამის შემდეგ, რეგიონული მთავრობა სავარაუდოდ ესპანეთისგან გამოყოფის პროცესს დაიწყებს.

პრემიერმინისტრ მარიანო რახოის მთავრობა რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მზადყოფნას გამოთქვამს, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ყველა კანონიერ ზომას მიმართოს, მათ შორის აამოქმედოს კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც რეგიონის ავტონომიის გაუქმებას ითალისწინებს.

1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.