ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს, ან ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს, ან ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს, ან ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, - აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება.

კობერიძე გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკურ ინტრიგნობაშიც ადანაშაულებს. ”იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტმა სცადოს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მართლაც მოახერხოს ისეთი პროცესის შეთავაზება, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა საკითხზე კონსენსუსამდე მიიყვანს, ჩვენ დავინახეთ, რომ მმართველი გუნდის ყველა მცდელობის მიუხედავად, არა თუ თანხმობისათვის გამოიყენა თავისი ფუნქცია-მოვალეობები, არამედ ისიც გაბედა, რომ არა თუ სხვადასხვა პარტიებს შორის შეიტანა განხეთქილება, არამედ სცადა განხეთქილება მმართველი გუნდის შიგნითაც.

როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი მის მიერ შეთავაზებულ ვერსიას ჩვენი მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერდნენ, ”ნაციონალური მოძრაობის” ხმებს დაგვახმარდა, მან ამით ქვეყანას შესთავაზა დარჩენილიყო ”ნაციონალური მოძრაობის” იმედად და კონსტიტუციის ბედი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაეწყვიტა. ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლევან კობერიძემ.