სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევად საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება

სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევად საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს დღეს უყრიან კენჭს.

კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები უკვე გამოქვეყნებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე.

4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია.

ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და