თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მოვლის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი

თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მოვლის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი

თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მოვლის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი და მე გარწმუნებთ, რომ ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "თბილისობის" დღესასწაულზე.

"ყველას გილოცავთ ამ ულამაზეს დღესასწაულს. დღეს ასეთი მშვენიერი ამინდიც გამოვიდა. მინდა,  ყველას ჰქონდეს ასეთი მშვენიერი განწყობა, როგორიც აქ არის, ამ უბანში. ასეთი სილამაზე იქნება მთელ თბილისში. ძალიან მომწონს როგორ გაკეთდა ძველი აღმაშენებელი და ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მოვლის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი და მე გარწმუნებთ, რომ ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. ეს არის ძალიან ლამაზი შემოდგომის დღესასწაული",- აღნიშნა პრემიერმა.

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირზე. რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მათ აღმაშენებლის გამზირზე მყოფ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. აღმაშენებლის გამზირზე სპეციალური ღონისძიება გამართა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა. აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრიც.