გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 120 ტაჯიკი, ერაყელი და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი და 60 დაქირავებული „ბოევიკი“ გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, „დარტყმების შედეგად აბუ-ქემალის რაიონში განადგურებულია საყრდენი პუნქტი და 40-მდე ტაჯიკი და ერაყელი ტერორისტი. დასახლებული პუნქტის მეიადინის რაიონში განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი და 80-მდე ტერორისტი, მათ შორის 9 ჩრდილოკავკასიელი“, - აღნიშნა გენერალმა.
„დეირ-ეზ-ზორის სამხრეთით, მდინარე ევფრატთან საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 60 უცხოელი დაქირავებული „ბოევიკებისგან“ შემდგარი რაზმი, რომელშიც დსთ-ს ქვეყნების, ტუნისის და ეგვიპტეს მოქალაქეები შედიოდნენ“, - დასძინა კონაშენკოვმა.