შეხვედრა სოფელ მერეთში

შეხვედრა სოფელ მერეთში

ინციდენტი გორის რაიონში. ნაციონალურმა მოძრაობამ სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ადგილობრივების შეხვედრის ჩაშლა სცადა. ნაცემები არიან ქართული ოცნების აქტივისტები. სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როდესაც კოალიციის ლიდერი ირაკლი ალასანიასთან ერთად საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლებს ხვდებოდა, ამ დროს შეხვედრაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართული ოცნების ლიდერებს რუსეთის აგენტები უწოდეს და კოალიციის აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.