მარიამ ჯაში „ჩაკრულოს კვირეულის

მარიამ ჯაში „ჩაკრულოს კვირეულის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA-ს) კოსმოსურიხომალდების, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესთანდაკავშირებით საქართველოში მყოფ "ვოიაჯერის" პროგრამის ხელმძღვანელთან, ჯონ კასანისთანდამარსის პროგრამის მთავარ ინჟინერთან, რობ მენინგთან ერთად მარიამ ჯაში თბილისის ოპერისა დაბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ დოკუმენტური ფილმის ჩვენებასა და ანსამბლ „ერისონის"კონცერტს დაესწრო.

ფილმი ქართული მრავალხმიანი სიმღერის „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების ისტორიას მოგვითხრობს.მისი ავტორი და რეჟისორი კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე რამაზ ბლუაშვილია. ღონისძიებაზესხვადასხვა ქართულ ხალხურ ცეკვებთან და სიმღერებთან ერთად ანსამბლ „ერისიონის" 7 თაობისწარმომადგენლების მიერ შესრულდა სიმღერა „ჩაკრულო". სტუმრებმა პირადად გაიცნეს მომღერალიროსტომ საგინაშვილი, რომელმაც ილია ზაქაიძესთან ერთად 40 წლის წინ იმღერა ოქროს ფირფიტითკოსმოსში გასაგზავნი ქართული ხალხური სიმღერა.

"ჩაკრულოს კვირეულის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მარიამ ჯაში სიტყვით გამოვიდა.

„ეს არის ზეიმი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმოცწლიანი მეგობრობის,რომელიც „ ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვებით დაიწყო. დღეს ამ არაჩვეულებრივად ორგანიზებულსაღამოზე გვესწრება თანამედროვე მეცნიერების ორი ცოცხალი ლეგენდა - ბატონი ჯონ კასანი დაბატონი რობ მენინგი. დღევანდელმა ღონისძიებამ დაამკვიდრა ახალი ბრენდი, რომ ქართულისიმღერა საზღვრებს გარეთ ყოველთვის გადიოდეს გალაქტიკის ფონზე. მნიშვნელოვანია, რომქართული სიმღერა კოსმოსში გასაგზავნად შეირჩა კაცობრიობის შედევრებს შორის", - განაცხადამარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში. 2012 წელს, მან მზის სისტემადატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთიქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა. ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვესდა მალე მზის სისტემას ისიც დატოვებს.

დღესვე NASA-ს მარსის პროგრამის მთავარმა ინჟინრმა, რობ მენინგმა საჯარო ლექცია გამართა.