საქართველოში ბრიტანეთის საელჩო უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გაცემული რჩევების შესახებ განმარტებას აკეთებს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გაცემული რჩევების შესახებ განმარტებას აკეთებს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გაცემული რჩევების შესახებ განმარტებას აკეთებს. ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისში, 6 ოქტომბერს, უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ:

ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.

ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.

თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას“, - აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.