მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, საქველმოქმედო მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, საქველმოქმედო მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან

საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 16:30 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სასტუმრო ”ბილტმორში” დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩს ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია - 5, 10, 15 და 25 ლარი.