გრიგოლ ლილუაშვილი: კონსტიტუციაში განმტკიცდა თვითმართველობების განვითარების საკითხი

გრიგოლ ლილუაშვილი: კონსტიტუციაში განმტკიცდა თვითმართველობების განვითარების საკითხი

დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში განმტიკცდა ადგილობრივი თვითმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი.

"კონსტიტუციაში განმტიკცდა ადგილობრივი თვითმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი. ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სუფსიდირებისა და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფის შესახებ", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.